Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: L[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობოების და სხვა აქტივისტების პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

15 თებერვალი, 2019 20:26

არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტები ავცელებენ პეტიციას „მართლმსაჯულების გადასარჩენად". გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:

პეტიციასთან შემოერთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ბშემდეგ ბმულზე გადასვლით.

საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

დღეს:

●დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;

●სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც  წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;

●სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;

●სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;

●სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის  და კორუფციის ნიშნები;

●სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;

●კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.

შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი  და არყევს  საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს. სწორედ ამიტომ, დღეს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,  საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.  

პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ: 

დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.

 პეტიციის ავტორები:

 საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი ,,საფარი”

საქართველოს პენ-ცენტრი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

ცენტრი "ემპათია"

 გია ხუხაშვილი

მაია მწარიაშვილი

კახა წიქარიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ირაკლი კორძახია

ლაშა ტუღუში

კახა კოჟორიძე

ზაზა ხატიაშვილი

გიორგი ხვედელიანი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^