Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სინოდის წევრების უმრავლესობის სინდისზე იყოს - ადვოკატი გიორგი მამალაძის მდგომარეობის შესახებ

16 თებერვალი, 2019 13:57

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გიორგი მამალაძის სულიერ მდგომარეობაზე საუბრისას პასუხისმგებლობას სინოდის წევრთა უმრავლესობას აკისრებს.

„მისი [გიორგი მამალაძის] სულიერი მდგომარეობა... ამდენი ხანი რომ ზიარებას ითხოვს და არც აზიარეს და არაფრად არ ჩააგდეს, წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა, ვინც არიან, მაგათ ნამუსზე იყოს და მაგათ მოეკითხოთ ცოდვები. საავადმყოფოში როგორი გიორგი მამალაძეც მიიყვანეს, მაგათ ღირსებაზე იყოს, თუ გააჩნიათ, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის", - განაცხადა რამიშვილმა.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის,მარინა გელანტიას განცხადებით, გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ლაბორატორიაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მას მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა,“ - განაცხადა მარინა გელანტიამ მამალაძის შესახებ. 

გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^