Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ველოდებოდი, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

16 თებერვალი, 2019 19:53

საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ღუდუშაურის კლინიკაში გიორგი მამალაძე მოინახულა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჩატარებული კვლევები, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა მას კიდევ რამდენიმე კვლევა სჭირდება, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდებოდეთ", - თქვა მამა ანდრიამ.

გიორგი მამალაძისთვის ზიარების შეზღუდვის შესახებ კი ანდრია ჯაღმაიძემ შემდეგი რამ განაცხადა: „მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის - ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს". 

გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, გიორგი მამალაძეს აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. 

მამალაძე „ციანიდის საქმეზე" 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^