Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია ► დეკანოზის შეწყალებისთვის მამალაძის ოჯახი პატრიარქს პრეზიდენტთან შუამდგომლობას სთხოვს

17 თებერვალი, 2019 13:50

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად დღეს საპატრიარქოსთან აქცია გაიმართა, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ. 

საპატრიარქოსთან შეკრებისკენ საზოგადოებას დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოუწოდა. 

მისი თქმით, დარწმუნდა, რომ მისი ძმის მოკვლა უნდათ და ამიტომ საზოგადოებას გვერდში დადგომა სთხოვა. 

აქციაზე მან პატრიარქს თხოვნით მიმართა, პრეზიდენტთან მისი ძმის შეწყალების საკითხზე შუამდგომლობა გაუწიოს.

გუშინ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში აზიარა. 

გიორგი მამალაძე კლინიკაში ვაზიარე - დეკანოზი ნიკოლოზი

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს შენობასთან აქციებს მართავდნენ. ისინი დაკავებული გიორგი მამალაძის ზიარებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^