Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან დაკავშირება ძალიან ცუდი სპეკულაციაა

17 თებერვალი, 2019 16:06

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან დაკავშირება „ძალიან სუცი სპეკულაციაა". პრემიერის განცხადება მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა და მასში პრემიერი  საზოგადოებას მოუწოდებს, „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

NGO-ები „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. „თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ „თიბისი ბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბევრ კითხვას აჩენს - TI

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

"მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმგებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე ინვესტო ...

პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმ 8 მოთხოვნაზე ისაუბრა, ...
21 მარტი
21 მარტი

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერ ...

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ ...
21 მარტი
21 მარტი

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭე ...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რე ...
^