Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დელტამ“ საერთაშორისო გამოფენაზე „დიდგორის“ ახალი ჯავშანმანქანა წარადგინა

18 თებერვალი, 2019 12:42

აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა IDEX-2019 მიმდინარეობს.

გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღება პირველად არის წარმოდგენილი. მათ შორის არის „დიდგორი მეომრის“ ახალი ჯავშანმანქანა, რომლის პრეზენტაციაც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა გამოფენაზე გამართა.

„დიდგორი მეომრის“ ახალი ვერსია 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის მოდულით არის აღჭურვილი.

„მოდული არის ძალიან საინტერესო. მისი ფილის გაზრდილი ფართი იძლევა საშუალებას, რომ მიწასა და იატაკში ჩაფლობის გარეშე განხორციელდეს სროლის სერია. ეს თავისთავად იძლევა საშუალებას ჰიდრავლიკური აძვრის სისტემის მეშვეობით მოხდეს თვითონ ამ მანქანის ძალიან სწრაფი რელოკაცია სროლის დასრულების შემდეგ.

სისტემა არის სპეციალურად მორგებული არსებულ ნაღმტყორცნებზე. ფაქტობრივად, არ არის საჭირო ცვლილება ნაღმტყორცნების ამ სისტემაზე დასამონტაჟებლად. ამის მიუხედავად, შესაძლებელია უახლესი სისტემების ინტეგრაციაც.

მანქანას ამ რეალიზაციაში აქვს 24 ნაღმის ტარების საშუალება, თუმცა ნაღმების რაოდენობა მანქანის ტვირთამწეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შეზღუდული არ არის. მას აქვს შესაძლებლობა ატაროს 36 ან 48 ნაღმი. ეს დამოკიდებულია იმ ამოცანის სახეზე, რაც მას ექნება შესასრულებელი“, - თქვა ჯავშანმანქანის წარდგენისას „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.

ძოძუაშვილის თქმით, ჯავშანმანქანას დიდი კომერციული დაინტერესება მოჰყვა და პოტენციურ შემსყიდველებთან მოლაპარაკების შემდეგ შესაძლოა, მისი დამატებით მოდოფიცირებაც.

გამოფენაზე „დელტამ“ ჯავშანტექნიკასთან ერთად, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშებიც წარადგინა.

მათ შორის, „დელტას“ ინფორმაციით, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMRMOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი „რდ-7“, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგოყუმბარმტყორცნი RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა „სატევარი-2“ და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

IDEX-2019 თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, სადაც მონაწილეობას იღებს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია და მნიშვნელოვანია ქართული წარმოების ექსპორტზე გასატანად. გამოფენაზე „დელტას“ გენერალურ დირექტორთან ერთად არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^