Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ

18 თებერვალი, 2019 17:39

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დღეს ბრიფინგს გამართავენ.

ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება მოითხოვა. თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე“.

თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 

აღნიშნულს წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის განცხადება. საგამოძიებო ორგანის ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, აქციონერებისა და ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა.

პროკურატურის განცხადებით, კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. რეაგირების მიზნით, მონიტორინგის სამსახურმა მასალებით მიმართა, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე საქართველოს პროკურატურას. 2 აგვისტოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

„2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა შპს სამგორიელმა და სამგორი თრეიდმა თი-ბი-სი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს სესხი 17 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს, სესხის სახით, გაიცა ფიზიკურ პირებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე.

სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილ იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა. ხოლო შემდგომ, 2012 წელს ისე რომ ამ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. საგულისმხმოა, რომ ამ კომპანიებს სესხის სახით თანხა არ გაუღიათ და თიბისისთვის არ აუნაზღაურებიათ. ამ ეტაპზე დაკითხულები არიან საქმესთან კავშირში მყოფი პირები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე", - აცხადებდა პროკურატურა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^