Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გავაშუქოთ პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხები - ინსპექტორის რეკომენდაციები

18 თებერვალი, 2019 18:11

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მედიას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხების გაშუქებას ეხება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო რამდენიმე წელია ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ხელყოფს ადამიანის ღირსებას, ლახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ზიანს აყენებს არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლს, არამედ მისი ოჯახის წევრების ინტერესებს.

ქართულმა საზოგადოებამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას არაერთხელ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, ამ საკითხების გაშუქების სტანდარტს მუდმივ რეჟიმში აუმჯობესებს მედიაც. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბოლო შემთხვევაში არც ერთ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას არ განუთავსებია ვიდეომასალა, ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, თავი შეიკავა კონკრეტული პირის ვინაობის დასახელებისგანაც, სანამ მან თავად არ გააკეთა საჯარო განცხადება.

თუმცა ეს საკითხი შესაძლოა კიდევ დიდხანს იყოს აქტუალური და შესაბამისად, მედიასაშუალებებსაც არაერთხელ მოუწიოთ კონკრეტული პირის სახელისა და გვარის ხსენება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების კონტექსტში. საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი სრულებით ლეგიტიმურია, თუმცა, მნიშვნელოვანია მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება. ამავე დროს, საჯაროობის შიში მსგავსი დანაშაულის სხვა მსხვერპლებისთვის არ უნდა იქცეს ბარიერად, ღიად ისაუბრონ დანაშაულზე და მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხის გაშუქებისას შეძლებისდაგვარად ნაკლებად მოხდეს მსხვერპლის სახელისა და გვარის იდენტიფიცირება, უპირატესობა მიენიჭოს ისეთი განზოგადებული ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად,  საჯარო პირი, პოლიტიკოსი, მოქალაქე და სხვა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ  ეს მომართვა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.  ინსპექტორის აპარატისა და მედიის თანამშროლობის პოზიტიური გამოცდილების ფონზე იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და ერთად კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტის ამაღლებისკენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^