Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაჩქარებული გამოძიება პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმებას - ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე

18 თებერვალი, 2019 18:58

„გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ, ერთი მხრივ, შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის,“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე, ანაკლიის პორტის შესახებ საუბრისას.  

„ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვამ, რომელიც Google-სა და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს რაღაც დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორსა და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ამავე დროს მინდა გითხრათ, მინდა, გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას.

ეს ცოტა გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^