Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობა შეწყვიტეს

18 თებერვალი, 2019 20:15

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობა შეწყვიტეს. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, სტუდენტებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყიტეს რაც, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიიღეს წერილობითი თანხმობა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. სტუდენტების თქმით, სამუშაო ჯგუფი სტუდენტების ჩართულობით იმუშავებს ერთი მხრივ უნივერსიტეტის წესდების შეცვლაზე, მეორე მხრივ გადაიხედება უნივერსიტეტში დაწყებული რეორგანიზაცია. თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტუდენტები აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.

„სასიხარულოა, რომ პროტესტის რადიკალური ფორმა დასრულდა. ჩვენ დღეს დილით გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სტუდენტებთან, აკადემიურ საბჭოს წარმომადგენლებთან და მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ მუშაობას გავაგრძელებთ, არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც შეთანხმებული ვართ, რომ აუცილებლად ცვლილებები იქნება“,- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. 

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, თუ რას სთავაზობს უნივერსიტეტი მოშიმშილე სტუდენტებს დეკლარირებულად. 

„ა) ბიზნესსკოლის ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად ახალი ფაკულტეტის ფარგლებში შეიქმნას ბიზნესის მიმართულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, სტუდენტებისა და ბიზნესის სკოლის პროფესორების მონაწილეობით. აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით; გაგრძელდეს მუშაობა ახალი ფაკულტეტის სახელწოდებასა და პროგრამების შინაარსზე; 

ვადა - 2 კვირა 

ბ) უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შესატანად შექმნას საუნივერსტეტო სტუდენტური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით. 

ვადა - 3 თვე“.

ილიაუნის პროფესორები სტუდენტების დაანონსებულ შიმშილობაზე განცხადებას ავრცელებენ

LIVE►ილიაუნიში გიგა ზედანიას მიწვევით არსებულ პრობლემებზე დისკუსია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^