Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შედეგებს ევროპარლამენტარებს გააცნობენ

19 თებერვალი, 2019 12:15

ღია საზოგადოების ფონდი პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.

მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება თბილისში 13 თებერვალს გამოქვეყნდა.

რას ვერ ასრულებს ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში? - NGO-ების შეფასება

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული  მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი.

ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგები არის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარები და ევროკომისიის წარმომადგენლები სხდომამდე გაეცნობიან.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრაა ჩანიშნული.

პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ევროკომისიაში იანი ტაივალანტისთან (Jani Taivalantti) გაიმართება, რომელიც ფედერიკა მოგერინის კაბინეტის მრჩეველია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ამის შემდეგ, გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში ჰანა იაჰანსთან (Hanna Jahns), რომელიც კომისარ იოჰანეს ჰანის კაბინეტს წარმოადგენს,  ევროპარლამენტარებთან - სოციალ-დემოკრატ ანდრეას მამიკინსა (Andrejs Mamikins)  და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელ ტუნ კელამთან (Tunne Kelam).

20 თებერვალს გაიმართება შეხვედრები ე.წ COAST დელეგატებთან, რომლებიც 28 წევრ ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე დღეს გაიმართება შეხვედრა სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ კლეირ მუდთან (Clare Moody), ევროკომისიის წარმომადგენლებტან მეთიუ ბუსკეტსა (Mathieu Bousquet)  და მიქაელა ჰაუფთან (Michaela Hauf). 20 თებერვალს შეხვედრები დასრულდება მწვანეთა ჯგუფის/ევროპის თავისუფალი ალიანსის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ ჰეიდი ჰაუტალასთან (Heidi Hautala) შეხვედრით.

21 თებერვალს გაიმართება შეხვედრები ევროკომისრებთან მარტინ ქვინსა (Martijn Quinn) და იან პეტრისთან (Jan PETRY), ჯიანინა  პოპესკუსთან (Gianina Popescu). ამავე დღეს ასოცირების დღის წესრგისის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის (European External Action Service-EEAS) წარმომადგენლებს.

ამავე დღეს, ღია საზოგადოების ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი და დემოკრატიის ევროპული ფონდი უმასპინძლებენ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელზეც შეჯამდება ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^