Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იანვარში ექსპორტი დსთ-ში – 55%-ით გაიზარდა, ევროკავშირთან 7%-ით შემცირდა - საქსტატი

19 თებერვალი, 2019 12:52

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.2%-ით  მეტია. აქედან, ექსპორტი 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.1%-ით შემცირდა. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 59.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა , რაც 7.0 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 %-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 139.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 %-ით ნაკლებია. 

2019 წლის იანვარში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 55.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.5%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 168.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (23.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6%-ით ნაკლებია. 

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.1%  შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (39.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (34.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუმინეთი (28.1 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (90.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (74.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (63.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 42.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8%-ს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 26.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0 %), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 18.2 მლნ. აშშ დოლარით (7.6 %).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 46.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.8%  შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 43.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 %), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 33.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.7 %).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სექსუალური ხასიათის იძულებისთვის ბრალდებ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული პირი დამნ ...
^