Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მუშა 23-ე სართულზე, დაცვის გარეშე“ - მოქალაქე „არქის“ კორპუსში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

19 თებერვალი, 2019 12:47

მოქალაქე დავით ბრაგვაძე Facebook-ზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი მტკიცებით, სამშენებლო კომპანია „არქის“ ისნის პროექტში ქარის მიერ დაზიანებულ ფასადის ნაწილს მუშა დამცავი საშუალებების გარეშე აკეთებდა - „უსაფრთხობა როგორ იყო დაცული? დანარჩენ ორს ეკავა იმ ერთის ფეხები“ 

„მოკლედ ძლივს ჩამოვიყვანე მოაჯირიდან, მაგრამ ეს სამი ლაკისტუფლებიანი კაცი მაინც არ მოეშვა ყოველგვარი დაცვის გარეშე ამ უბედურ ქარში 23-ე და 24-ე სართულებზე ფასადის დეტალებთან ჭიდილს“. 

როგორც ბრაგვაძე წერს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ „არქიდან“ დაუკავშირდნენ და მადლობის გადახდის შემდეგ მისი წაშლა სთხოვეს. 

„გზაში დაწეული მშენებლობის ნებართვები“ – მაგალითები „არქიდან“

„2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „არქის“ ვერ გავაგებინე, რომ მე ბინა შევიძინე მათგან. შესაბამისად, ყველა პრეტენზია მექნება მათთან. არქი რომ კანონმდებლობას და სტანდარტებს იცავდეს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ვერ დააყენებდა მუშას ლაკის ტუფლებით 23-ე სართულის აივნის მოაჯირზე. მის მიერ დაქირავებული სხვა კომპანია გაზის მილებს პირიდან ჩაბერვით არ შეამოწმებდა და ა.შ.“, - წერს ბრაგვაძე 

კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ივლიანე (ილია) წულაიაა. 

„ლიბერალი“ კომპანიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ მასთან დასაკავშირებლად ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გავაგზავნოთ წერილი, წერილის გაცნობის შემდეგ კი ის თავად დაგვიკავშირდება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^