Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლისა და გამომძიებლის დიალოგი - რომელი მუხლით ვდაობთ 7 გრამი ნედლი მარიხუანის ფლობაზე

19 თებერვალი, 2019 15:29

7 გრამი ნედლი მარიხუანის ფლობისთვის დღეს სასამართლომ მოქალაქე 500 ლარით დააჯარიმა. სასამართლო სხდომა განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გამომძიებელს იმ მუხლის დასახელება მოსთხოვა, რის საფუძველზეც მოქალაქეს ედავებოდა.

მოსამართლე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა, განმარტება მიეღო შსს-ს წარმომადგენელ რობინზონ ქარქაშაძისგან და მას დაესახელებინა მუხლი.

სხდომაზე შესვენებაც გამოცხადდა, მოსამართლემ ქარქაშაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც ათხოვა, თუმცა „პრობლემა“ ასე მარტივად მაინც ვერ მოგვარდა.

ცნობისთვის: წინა პროცესი, 7 თებერვალს სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 7 გრამი ნედლი მარიხუანა მცირე ოდენობად ითვლება. მისი ფლობისთვის სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული.

კანონში ცვლილებამდე კი [2018 წლის 30 ნოემბერი] აღნიშნული ქმედებაზე სანქციები 45-ე მუხლით იყო გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქის დაკავება იანვარში მოხდა, მაშინ როდესაც უკვე არსებობდა 45-ე პრიმა მუხლი, ოქმის შედგენისას გამომძიებლებმა მაინც ძველი რედაქციით იხელმძღვანელეს. როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია რობინზონ ქარქაშაძის დაბნეულობა.

გთავაზობთ მოსამართლისა და გამომძიებლის დიალოგს:

მოსამართლე: რომელი მუხლით გაქვთ შედგენილი [ოქმი]?

გამომძიებელი: პირველი ნაწილით გვქონდა შედგენილი და ამჯერად - მეორე ნაწილით.

მოსამართლე: მეორე ნაწილი ეს არ იქნება. 22 იანვარს არის ჩატარებული პირადი ჩხრეკა, ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით იქნება შედგენილი - 23 იანვარს. ამ დროისთვის უკვე კანონში შესული იყო ცვლილებები, 45-ე პრიმა მუხლი არსებობდა. 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მარიხუანის უკანონო შენახვისთვის პასუხისმგებლობას, 45-ე მუხლის პირველი აღარ არსებობს, 45-ე მუხლის მეორე ნაწილით კი გათვალისწინებულია გარდა მარიხუანისა და მცენარე კანაფის [სხვა ნარკოტიკული საშუალებების] შენახვა, მოხმარება და ა.შ. დაგვიზუსტეთ.

გამომძიებელი: პირველი ნაწილი ამ პერიოდში აღარ იყო?

მოსამართლე: აღარ იყო. მაგრამ იყო 45-ე პრიმა მუხლი.

გამომძიებელი: უკვე პრიმა იყო კი.

მოსამართლე: 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შინაარს წაგიკითხავთ. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამას ხომ ედავებით?

გამომძიებელი: კი, ამას ვედავები.

მოსამართლე: კიბატონო, ეს არის 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი.

გამომძიებელი: პირველი ნაწილია ხომ 45-ე მუხლის.

მოსამართლე: სხდომაზე გამოცხადდა შესვენება; გაეცანით რა, კოდექსს გათხოვებთ;

შესვენებისას:

გამომძიებელი: 45-ე მუხლის - შენახვა-გადაზიდვა ხომ აქვს?

მოსამართლე: გარდა მარიხუანისა. პირდაპირ წერია, რომ გარდა 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა. პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის მცენარე კანაფი და მარიხუანა... მცენარე კანაფსა და მარიხუანას როდესაც ეხება, ყველა შემთხვევაში 45-ე პრიმა მუხლია. 45-ის მეორე ნაწილში ვერ გადავა.

შესვენების შემდეგ:

მოსამართლე: გრძელდება სასამართლო სხდომა. დაგვიზუსტეთ;

გამომძიებელი: ოქმი შედგენილია 45-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ამოღებულია პირველი ნაწილი, ვერ დავაჯარიმებთ აქედან გამომდინარე. მე ასე გავიგე, ხომ?

მოსამართლე: 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულია, მაგრამ ამით მხარეს არ ვუმძიმებთ მდგომარეობას. სხდომაზევე უნდა დამიზუსტოთ, რა მუხლით ედავებით, ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით.

გამომძიებელი: ამ ეტაპზე ვეღარ ვედავები. ვერ დავაჯარიმებთ.

მოსამართლე: 45-ე პრიმა მუხლშია. მუხლის ნუმერაცია შეიცვალა ბატონო, ამიტომ გეკითხებით...

პაუზა

გამომძიებელი: 45-ე პრიმაში ხომ არის, მეორე ნაწილში, ამოღება...

მოსამართლე: 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დღეის მდგომარეობით.

გამომძიებელი: დავაჯარიმოთ მაშინ 700 ლარის ოდენობით.

მოსამართლე: კარგით. 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შინაარს განგიმარტავთ. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. გისმენთ.

გამომძიებელი: რა მოგახსენოთ, ვეღარ ვხვდები.

მოსამართლე: ოქმის შინაარსი [მითხარით], რას ედავებით, ფაქტობრივი გარემოებები მითხარით.

გამომძიებელი: ჩვენ ვედავებით იმას, დაჯარიმებას. რადგან ამოღებულია და 45-ე პრიმაზეა გადაყვანილი, მაშინ 45-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დავაჯარიმოთ-მეთქი.

მოსამართლე: კიბატონო, ახსნა-განმარტება გვითხარით ახლა, როდის ინახავდა, სად ინახავდა ა.შ.

მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ, რობინზონ ქარქაძაძემ „ლიბერალთან" კომენტარი არ ისურვა;

„ლიბერალი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რა პოზიციაზე და როდიდან მუშაობს უწყებაში რობინზონ ქარქაშაძე. პრესსამსახურის განმარტებით, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უწყებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით უნდა მივმართოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტ ...

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100% ...
18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
^