Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

19 თებერვალი, 2019 14:30

სამედიცინო სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა  და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ იაშვილის კლინიკის განვითარებაში გასული 3 წლის განმავლობაში 10 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა ონკოჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. მიუხედავად ამისა, იაშვილის კლინიკისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული და რიგი კლინიკური საკითხების მოგვარება, რაც არც თუ ისე იშვიათად საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა.

კლინიკა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარ ამოცანას პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა წარმოადგენს.  განვითარების პროექტი მოიცავს არა მარტო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას,  არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვას.

პროექტი 2019 წლის 19 თებერვლიდან იწყება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება  5 მილიონ ლარს შეადგენს,  რომელიც  გადაუდებელი მედიცინის, ამბულატორიის და ჰოსპიტალური დეპარტამენტების რეაბილიტაციას, პაციენტებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სამედიცინო სტანდარტების დანერგვას,სამედიცინო გუნდის საერთაშორისო ექსპერტებით გაძლიერებას მოხმარდება.

წელიწადში ერთხელ მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნის მოსახლეობას კლინიკური ხარისხის შედეგებს წარუდგენს.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ პაციენტებს მართავს. კლინიკაში მძლავრი კლინიკური გუნდია კონცენტრირებული და მრავალი გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლეა დაკავშირებული დასაქმებული მედპერსონალის სახელთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^