Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGA[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

16 შტატი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

19 თებერვალი, 2019 15:39

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, 16-მა შტატმა სასამართლოში გაასაჩივრა.

კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორის თაოსნობით, შტატებმა სარჩელი კალიფორნიის ჩრდილო რაიონულ სასამართლოში შეიტანეს.

„ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ პრეზიდენტი კონსტიტუციის შეურაცხყოფისგან, ძალაუფლების გადაჭარბებისგან და აღვკვეთოთ ამერიკელი ხალხის გადასახადების არამიზნობრივად ხარჯვა“, - თქვა კალიფორნიის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ხავიერ ბესერამ.

კალიფორნიას სარჩელში უერთდებიან: კოლორადოს, კონექტიკუტის, დელავერის, ჰავაის, ილინოისის, მეინის, მერილენდის, მიჩიგანის, მინესოტას, ნევადის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-მექსიკოს, ნიუ-იორკის, ორეგონისა და ვირჯინიის შტატები.

შტატები სასამართლოს მოგების შემთხვევაში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერებას შეძლებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა მექსიკის საზღვართან მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესის დარწმუნება ვერ მოახერხა, გამოეყოთ ფინანსები კედლის ასაშენებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით კი პრეზიდენტს გაუჩნდა შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით დაეწყო მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა.

მექსიკასთან გამყოფი კედელი წინასაარჩევნოდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო. მაგრამ კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს, ისინი კი კედელს ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივნისი
20 ივნისი

იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ ...

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ...
20 ივნისი
20 ივნისი

სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სად ...

 სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც რუს პოლიტიკოსებთან ერთად სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქცი ...
20 ივნისი
20 ივნისი

„როგორც კი გავიგე, მოვითხოვე სესიის შეჩე ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლ ...
^