Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხინვალში მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

19 თებერვალი, 2019 17:22

ცხინვალს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, მასის მაილიანი სამდღიან ვიზიტით ესტუმრა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა მაილიანთან შეხვედრისას თქვა, რომ „ისინი ორმხრივის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად კი ცხინვალში ჯვარს აღმართავენ".

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალში ორშაბათს ჩავიდა. ანატოლი ბიბილოვამდე ის ცხინვალელ კოლეგას დიმიტრი მედოევს შეხვდა. მათ თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„აქ მცხოვრებმა სომხებმა ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად ჯვრის აღმართვა გვთხოვეს. თხოვნა დაკმაყოფილდა, სომხეთის ქუჩაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც მეგობრობის ნიშნად ჯვარს დადგამენ. ეს იქნება ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის სიმბოლო“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^