Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული - კუჭავა ახალ კანონპროექტზე

19 თებერვალი, 2019 19:37

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კანონპრექტის ავტორებმა - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადეს.

კახა კუჭავას თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.

„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“, - განმარტა კახა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.

„ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან, რომლის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, ამ პროექტში ჩაერთოს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური კანონი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდულად ამ კანონში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, გაზარდოს ასეთი ტერიტორიების საზღვრები და კიდევ უფრო დაემატოს გამწვანებული ადგილები ქალაქის სივრცეებს. ამ საკითხზე ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან ერთად, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ადამიანს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს, ჩაერთოს, შემოგვთავაზოს იდეები და მოსაზრებები. როდესაც კანონპროექტის პირველივე ვერსია დასრულდება, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ შენიშვნებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კეთილშობილურ მიზნებს ატარებს ეს კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ფართო მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე ინვესტო ...

პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმ 8 მოთხოვნაზე ისაუბრა, ...
21 მარტი
21 მარტი

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერ ...

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ ...
21 მარტი
21 მარტი

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭე ...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რე ...
^