Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

19 თებერვალი, 2019 22:10

78 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ.

კანონის აღნიშნული მუხლი 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

„ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობა, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტულ დარგებს, ზედამხედველი ორგანოს მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის რისკის შეფასების საფუძველზე. რისკის შეფასების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით", - ვკითხულობთ პროექტში.

როგორც კანონის მიზნებში წერია, მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

გაეცანით კენჭისყრის შედეგებს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^