Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადების ინიციატორები პოლიტსაბჭოს განცხადებას პასუხობენ

20 თებერვალი, 2019 12:47

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადების ინიციატორი დეპუტატები გამოეხმაურნენ. ეკა ბესელიას თქმით, გუნდში კონსულტაციები არ ყოფილა და ამის გამო მათი ინიციატივის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.

იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი ინიციატივა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და შესაძლებელია მოსამართლეების რაოდენობის შემცირების გარეშე მათი უვადოდ დანიშვნის გადადება.

„სამწუხაროდ, უმრავლესობის, ფრაქციის შიგნით კონსულტაცია არ შედგა და იმის გამო, რომ არ მოხდა ამ პროექტზე მსჯელობა, იწვევს ასეთ არასწორ ინტერპრეტაციებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა შევამციროთ. მე ვუჭერ მხარს იდეას, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს მნიშვნელოვნად.

მაგრამ ასევე ვუჭერ მხარს, რომ სასამართლოს არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს და შეიცვალოს. ჩვენ არ ვამბობთ ამ პროექტით, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და სამი წლით განწსება არის შეუძლებელი. კანონი ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მათ სურთ მიიღონ გარანტია, რომ აქამდე დასახელებული მოსამართლეები სასამართლოებს უვადოდ არ უხელმძღვანელებენ. მათთვის მთავარია უმრაველსობამ დაუჭიროს მხარი, თუნდაც სხვა ავტორების სახელით.

„დღეს ეს განცხადება არ არის გულწრფელი. ჩვენ ვართ პრობლემა?! ჩვენი ინიციატივაა პრობლემა და არ უნდათ რომ ჩვენი სახელი ეწეროს?! კიბატონო, გავიწევით გვერდზე ოღონდ გააკეთონ. ოღონდ მოგვცენ გარანტია, რომ ჩინჩალაძეს უვადოდ არ აბარებენ სასამართლოს.

კონფლიქტი არ არის ეს. ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა. ჩვენი ხედვა არის მიმართული, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი და კარგი სასამართლო“, - თქვა გოგიჩაიშვილმა.

გუნდთან შეუთანხმებლად მომზადდა კანონპროექტი - პოლიტსაბჭო ბესელიას ინიციატივაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება მედიას გააცნო. პოლიტსაბჭოს განცხადებით ცალკეულმა დეპუტატებმა ინიციატივა გუნდთან შეთანხმების გარეშე, თან კონსტიტუციის მუხლებთან შეუსაბამობით შეიმუშავეს და უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს.

„საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით“, - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^