Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან“ - სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი, 2019 13:10

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არის „ქალი ორი ქვეყნიდან“ და ქართული წარმომავლობისა და საფრანგეთთან კავშირის გამო აირჩია ხალხმა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

„მე თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. მე ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და პაპამ დატოვეს, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართულმა წარმომავლობამ და ფრანგულმა განათლებამ არჩევნებში მას უპირატესობა მისცა, საფრანგეთთან მისი კავშირი ხალხმა ევროპაში დასაყრდენად აღიქვა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში დაბრუნება მისთვის სიმბოლურია.

„მე გარკვეულწილად იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა“, - თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში. „ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩევლები“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^