Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი ადასტურებს, რომ S-400 სისტემისთვის ჩინეთში გაგზავნილი რაკეტები ზღვაში გადაყარეს

20 თებერვალი, 2019 14:38

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მასშტაბური სამხედრო გამოფენა IDEX 2019 მიმდინარეობს. გამოფენაზე რუსეთის წარმომადგენლებს ჟუნალისტებმა ჩინეთისთვის მიყიდული S-400 ტიპის სისტემებისთვის გაგზავნილი რაკეტების ბედზე დაუსვეს კითხვა. 40N6 ტიპის რაკეტები, ჯერჯერობით, ჩინეთს არ მიუღია.

საპასუხოდ, რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების, სტრატეგიული დანიშნულების წარმოებისა და ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის როსტეკის დირექტორმა, სერგეი ჩემეზოვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსებმა რაკეტები ზღვაში გადაყარეს.

„ჩვენ კონტრაქტი დიდი ხნის წინ გავაფორმეთ. რაკეტების მიწოდებასაც ვაპირებდით, თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნისას პრობლემა შეგვექმნა. ხომალდი, რომელსაც ჩინეთში რაკეტები მიჰქონდა შტორმში მოჰყვა და ყველა რაკეტის განადგურება მოუწია. ამჟამად ახლებს ვამზდებთ“, - განაცხადა ჩემეზოვმა პრესკონფერენციაზე.

რაკეტების წყალში გადაყრა მეზღვაურებს უსაფრთხოების მიზნით მოუწიათ. ხომალდმა რუსეთის პორტი 30 დეკემბერს დატოვა. იანვარში კი რუსულმა ტელევიზიამ TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია გემის შტორმში მოყოლის შესახებ, თუმცა ხელისუფლებას რაკეტების ბედზე ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებია.

საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 რუსული თანამედროვე საშუალებაა საჰაერო საფრთხისგან დასაცავად. სისტემაში 4 რაკეტა შედის, რომელსაც 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. S-400 სისტემა ცნობილი საზენიტო სარაკეტო სისტემის S-300-ის მოდერნიზებული ვარიანტია და რუსეთმა შეიარაღებაში 2007 წელს მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^