Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განცხადება „თიბისი ბანკზე"

20 თებერვალი, 2019 21:33

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა არ აკეთებს კომენტარებს გამოძიების მიმდინარეობისას, თუმცა გასაგანგებო გარემოებების გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნიეს საჯარო განცხადების გაკეთება. 

"„თიბისი ბანკი“ ბატონ ხაზარაძესა და ბატონ ჯაფარიძეს ხელმძღვანელობის ქვეშ 15 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის მნიშვნელოვანი წევრია. გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სვეტია და მისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება მას საქართველოს წარმატების კაშკაშა მაგალითად აქცევს.

ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე. როგორც ასეთი, ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისის“ უფლებებს, მათ შორის მისი უფროსი მენეჯმენტის უფლებებს, გამოიყენონ სასამართლო პროცედურები უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაბამისად.

ამერიკის სავაჭრო პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ნებისმიერი შესაძლო დარღვევების გამოძიების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით „თიბისის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალეობის თაობაზე, რომლითაც ის მზად არის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწოდოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სპეციალური სამთავრობო ან საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად, მიმდინარე დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე ინვესტო ...

პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმ 8 მოთხოვნაზე ისაუბრა, ...
21 მარტი
21 მარტი

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერ ...

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ ...
21 მარტი
21 მარტი

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭე ...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რე ...
^