Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თიბისი ბანკი დაკისრებულ ჯარიმას, 1 მლნ ლარს გადაიხდის

21 თებერვალი, 2019 11:38

თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მიესალმება თიბისი ბანკის გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან. 

მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკს ტოვებს

„გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის  ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა​

---------------------------------

ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება მოითხოვა. თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე“.

თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 

აღნიშნულს წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის განცხადება. საგამოძიებო ორგანის ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, აქციონერებისა და ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა.

პროკურატურის განცხადებით, კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. რეაგირების მიზნით, მონიტორინგის სამსახურმა მასალებით მიმართა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე საქართველოს პროკურატურას. 2 აგვისტოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

„2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა შპს სამგორიელმა და სამგორი თრეიდმა თიბისი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს სესხი 17 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს, სესხის სახით, გაიცა ფიზიკურ პირებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე.

სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს სესხი გადაიტანეს გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა. ხოლო შემდგომ, 2012 წელს, ისე რომ ამ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს სესხის სახით თანხა არ გაუღიათ და თიბისისთვის არ აუნაზღაურებიათ. ამ ეტაპზე დაკითხულები არიან საქმესთან კავშირში მყოფი პირები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე", - აცხადებდა პროკურატურა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^