Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმზე“ პარლამენტმა არ დაამტკიცა

21 თებერვალი, 2019 20:31

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 კი წინააღმდეგი წავიდა.

„საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუცია ასეთი შინაარსის იყო:

1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;

2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები;

3. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტის შეტანის შესახებ განცხადება 2018 წლის 22 ინვისს გააკეთეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიციატივას 16 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.

იურიდიული კომიტეტის დასკვნით, რეზოლუცია შეფასების ნაწილში მსგავსი იყო პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული დადგენილების, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები შეფასდა დანაშაულებრივად. ხოლო რეზოლუციის მოთხოვნა კონკრეტული პირების დამნაშავეებად გამოცხადებაზე არ შედიოდა პარლამენტის კომპეტენციაში და ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.

ამის მიუხედავად იურიდიულმა კომიტეტმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. „საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რაც არაერთი რეკომენდაციით გაუკეთებია სწორედ მითითებულ დადგენილებებში.

კომიტეტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, რომ მიუხედავ ასეულობით საქმის გამოძიებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენისა, რომელზეც უკვე დამდგარია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აუცილებელია წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტური, ყოველმხრივი, სრულყოფილი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენის დასჯის და დაზარალებულთა კანონიერ უფლებებში აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ქალთა მოძრაობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუ ...

ქალთა მოძრაობა ბატუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმიან ...
25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
^