Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შეიძლება დაისაჯოს ე.წ. ქუჩური გარჩევები

21 თებერვალი, 2019 17:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტით, ე.წ. „ქუჩურ გარჩევებში“ მონაწილეობა (დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა), დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან  180 საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით 1 წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2  წლამდე.

კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს 226 პრიმა მუხლი ემატება და ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბდება:

წინასწარი შეცნობით, დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

განმარტებით ბარათში წერია, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი, ამასთან, ჯარიმის ზუსტ რაოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

კანონპრეოქტის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა.  ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^