Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვოლსკი: 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რყევად არ უნდა შეფასდეს

21 თებერვალი, 2019 22:51

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, რამდენიმე ადამიანის წასვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან გუნდში რყევას ვერ გამოიწვევს. მაგრამ შიშობს, რომ ამ რყევამ „არ გადაინაცვლოს საზოგადოებაში“.

„არ მიმაჩნია, რომ გუნდში რყევა ან გუნდში 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რაიმე მართლა რყევად შეიძლება შეფასდეს. მთავარი, ჩემი ფიქრი საითაც მიმართულია და დარდი იმისკენ, რომ ამ რყევამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ გადაინაცვლოს საზოგადოებაში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, ინიციატივის ავტორებს უნდა სცოდნოდათ, რომ მათი კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. „არ შეიძლება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც შემოგვთავაზეს ეს კანონპროექტები, არ იცოდნენ მისი შეუსაბამობის შესახებ გარკვეულ თემებთან მიმართებაში“, - თქვა ვოლსკიმ.

პარლამენტში ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის მისაღებად პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობის, 76 ხმის მიღება იყო საჭირო.

ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის ინიციატივით, ცვლილებები უნდა შესულიყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. ცვლილებებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება უნდა შეჩერებულიყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^