Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად - ეკა ბესელია

22 თებერვალი, 2019 12:47

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დაველოდები, როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისა და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში.

ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები", - აცხადებს ბესელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^