Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარგად მესმის იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის ყოფნის მნიშვნელობა - ჩუგოშვილი საკუთარ ინიციატივას განმარტავს

22 თებერვალი, 2019 13:52

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის მიერ არჩეული 5 არამოსამართლე წევრის გამოწვევის საკითხზე გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება განმარტა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მათ შორის იგულისხმება თუ არა პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ჩუგოშვილმა უპასუხა:

„ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში არის პირადად ჩემი რეკომენდაციით. მგონი ამას საჯაროდ პირველად ვამბობ. მე ახსნა და დასაბუთება არ მჭირდება ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით. ყველაზე კარგად მესმის მნიშვნელობა მისი იქ ყოფნის", - აღნიშნავს ჩუგოშვილი და განაგრძობს, - „ისიც კარგად მესმის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტის მიერ არჩეული წევრების გარეშე. რეალურად მოსამართლეების უვადოდ გამწესება, უზენაესის სიის შედგენა ხდება არამხოლოდ მოსამართლე წევრების, არამედ პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით". 

ჩუგოშვილი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვას გეგმავს. 

„მე საუბარი მექნება ნაზისთანაც, არასამთავრობოებთანაც, ჩემს კოლეგებთანაც. დაველაპარაკები ყველას და ვეცდები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო და სამართლიანიანი ფორმებით მივიღოთ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თუ ამის საჭიროება საერთოდ დადგება. მე ჯერ კიდევ იმედი არ დამიკარგავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექნება გონიერება და გააკეთებს განცხადებას, რომ შეაჩერებენ უვადო დანიშვნას, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს იმ კანონებს, რომელიც მოსამართლეების სამართლიანად დასანიშნად არის აუცილებელი. მგონია, რომ სამწუხაროდ, სრულიად უმტკივნეულო ფორმები არ არსებობს".

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აქტიურად აკრიტიკებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თავად ამბობს, არც ლევან მურუსიძისთვის და არც იმ მოსამართლეების უვადო გამწესებისთვის, ვის მიმართაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, მხარი არ დაუჭერია. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი წინააღმდეგი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში დეკემბრის ბოლოს წარადგინა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები არიან: ნაზი ჯანეზაშვილიირმა გელაშვილი, ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
22 მარტი
22 მარტი

,ელმავალმშენებელის” ანგარიშზე სახელფასო ...

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვ ...
22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
^