Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე ბესელიას წასვლაზე: გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ პიარზეა გათვლილი

22 თებერვალი, 2019 14:49

ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი მე პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზეა გათვლილი, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილებას.

მისი შეფასებით, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას.

მამუკა მდინარაძე ყოფილ თანაგუნდელებს ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამოც აკრიტიკებს.

„მიუხედავად იმისა, როგორ განცხადებებს ვისმენთ 2 დღის განმავლობაში უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, მე ძალიან მეუხერხულება ადამიანებთან იგივე ენით საუბარი. მე ამისგან თავს შევიკავებ და წარმატებას ვუსურვებ მათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალობა არის ასეთი: უმრავლესობამ ხმა არ მისცა

ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას. ამ შემთხვევაში პერსონები არაფერ შუაში არაა. არაპრაქტიკული კანონი იყო და იგი სასამართლო სისტემაში დატოვებდა მხოლოდ 175 მოსამართლეს. თუ მათ დატოვების გადაწყვეტილება ამის გამო მიიღეს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ სწორად, ისე, როგორც მოხდა. ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი მე პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე გათვლილი მოქმედებაა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

-

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ძალიან რთულია იმ პოლიტიკური გუნდიდან წასვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა.

პარლამენტში ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის მისაღებად პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^