Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენი პატიმარი შიმშილობს დღეს ციხეში და რა მოთხოვნები აქვთ მათ

22 თებერვალი, 2019 15:57

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში 12 პატიმარი შიმშილობს, მათ შორის - 6 ბრალდებულია, 6 კი მსჯავრდებული.

„ლიბერალმა“ საჯარო ინფორმაციისთვის პენიტენციურ სამსახურს 2 თვის წინ, 2018 წლის 19 დეკემბერს მიმართა. პასუხი განცხადებაზე კი ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ დღეს ჩაგვბარდა არასრული სახით. „ლიბერალი" ასევე ითხოვდა მონაცემებს - მოშიმშილეები რომელი მუხლით იყვნენ ბრალდებულები ან მსჯავრდებულები;

პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოშიმშილე ბრალდებულები არ ეთანხმებიან წაყენებულ ბრალს ან მიიჩნევენ, რომ არასწორად მიმდინარეობს გამოძიება მათ საქმეზე, ან კიდევ თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ.

6 ბრალდებული მე-12, მე-5, 31-ე, მე-19, მე-13 და მე-6 დღეა შიმშილობს (19 თებერვლის მდგომარეობით);

რაც შეეხება მსჯავდებულებს, მსჯავრდებულებიდან ერთი ითხოვს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრას (შიმშილობის მე-4 დღე), ერთი - მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებას (შიმშილობის მე-4 დღე), სამი არ ეთანხმება სასჯელის ზომას/განაჩენს და ითხოვს, მომდევნო ინსტანციების საამართლოს მიერ საქმის განხივას/დროულ განხილვას. ისინი შიმშილობენ მე-14, მე-2 და მე-5 დღეა.

მოშიმშილე მსჯავრდებულიდან 1 ითხოვს სასჯელის შემცირებას და ხანგამოშვებით სრულად შიმშილობს 2018 წლის 29 ნოემბრიდან. აღნიშნული მსჯავრდებული მოთავსებულია მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, მას რეგულარულად ხვდება დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მორიგე ექიმი, ადვოკატი. მას შეხვდნენ მშობლები, სახალხო დამცველის, პროკურატურისა და საპარტიარქოს წარმომადგენლები. სამსახურის ცნობით, მსჯავრდებული იმყოფება მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
22 მარტი
22 მარტი

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესრ ...

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედე ...
22 მარტი
22 მარტი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული სა ...
^