Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან - HRIDC

22 თებერვალი, 2019 17:20

ადამიანის უფლებთა ცენტრის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან.

ცენტრის ინფორმაციით, 4 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია თანამდებობაზე, რაზეც მიღებულია სასამართლო განჩინება.

1 მოსარჩელე, მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდა მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით.

2 საქმეზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და 1 წლის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით დაკისრების თაობაზე.

გასულ წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლდა ათობით თანამშრომელი, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 20 მუშაკის ინტერესებს წარმოადგენს.

2018 წლის სექტემბერში მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლებოდა დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
22 მარტი
22 მარტი

,ელმავალმშენებელის” ანგარიშზე სახელფასო ...

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვ ...
22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
^