Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მამალაძის სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშაა - ადვოკატი

22 თებერვალი, 2019 17:19

გიორგი მამალაძე ღუდუდშაურის კლინიკიდან სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ღუდუდუშაურის კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკველვა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძე კი არ გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხის საავადმყოფოში, არამედ ის მოიტაცეს, როგორც ეს თავიდან აეროპორტში, მისი დაკავებისას მოხდა. ამის შესახებ მან „tv პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„მამა გიორგი კი არ გადაიყვანეს ღუდუდშაურიდან ციხის საავადმყოფოში, არამედ ის მოიპარეს, როგორც თავდაპირველად დაკავებისას აეროპორტში, ანალოგიური ქმედება განახორციელეს. არავინ არ იყო ინფორმირებული ამდაგვარი ქმედება თუ განხორციელდებოდა და ის უნდა დაქვემდებარებოდა გადაყვანას. ამის შესახებ არავინ გაფრთხილებული არ იყო. შემთხვევით გავიგეთ“,

მისი თქმით, აქამდე მამალაძის პირადი ექიმი აცხადებდა, რომ საპყრობილეში გადაყვანა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა. 

„ ხელმწერა იყო საჭირო, რომ მთელი სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენ აგვეღო. 2 საათის განმავლოაბში ყველანაირი გარემო და პირობები შექმნეს საპატრიარქოს სამსახურიდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომ არ/ვერ მოეწერა მამა გიორგის ხელი და ვერ აგვეღო ეს სამედიცინო დოკუმენტაცია“,-განაცხადა რამიშვილმა tv პირველის ეთერში.  

მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი ზეწოლას ახორციელებდა იქ მყოფ ექიმებზე და ამის გამო იქ მყოფი ერთ-ერთი ექიმიც კი შეუძლოდ გახდა. 

„მისი სიცოცხლე არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ.  დღემდე ვერ დაადგინეს საიდან წამოვიდა ეს დაავადება და ეს ტრამვა რისგან მოუვიდა. პირდაპირ ვიძახი, ეს ციხეში მოუვიდა“,-განაცხადა რამიშვილმა.  

რამიშვილის თქმით, როგორც გიორგი მამალაძის, ასევე მისი ოჯახის წევრების და ახლობლების სიცოცხლე საფრთხეშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ქალთა მოძრაობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუ ...

ქალთა მოძრაობა ბატუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმიან ...
25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
^