Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ძიძიგური: კარგია თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შენარჩუნდება

22 თებერვალი, 2019 17:20

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის თქმით, ის მიესალმება ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

„ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები პარლამენტს გაეზიარებინა. ის პრინციპული ადამიანია. ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, გააგრძელებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ.

„კონსერვატორები“, ჩვენი ფრაქცია სულაც არ ვართ მომხრე, რომ კიდევ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით და ყველა მივეჩვევით იმას, რომ ყველანი ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ. ეს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის კარგია“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნაცვლიშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მისი წარდგენილი საპენსიო რეფორმა ჩააგდო.

დღესვე უმრავლესობა დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მანამდე კი უმრავლესობიდან ლევან გოგიჩაიშვილი წავიდა. ის ბესელიასთან ერთად კანონპროექტის ინიციატორი იყო, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ. კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^