Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების გარიცხვას არ ადასტურებს

22 თებერვალი, 2019 20:21

„ქართული ოცნების" რიგებიდან დეპუტატების გარიცხვის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია უარყოფს. „როგრც ქუხს ისე არ წვიმს მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც...  არავინ არავის არ გაურიცხავს", - თქვა ქანთარიამ.

პარტიის ოფისში „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ვინმეს გარიცხვის საკითხი არ განხილულა. 

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარიცხულებს შორის იყვნენ დეპუტატი ოთარ ჩრდილელი და მის გარდა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.

დღეს „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. საპარლამენტო უმრავლესობიდან, აგრეთვე დღეს წავიდა ბექა ნაცვლიშვილი.  ხოლო, გუშინ უმრავლესობიდან წავიდა ლევან გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^