Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია პარლამენტთან სასამართლოს შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად

22 თებერვალი, 2019 20:05

„გაათავისუფლეთ სასამართლო" - უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.

აქტივისტები, როგორც თავად აცხადებენ, „სასამართლოს კლანსა" და ხელისუფლებას შორის გარიგებას აპროტესტებენ.

აქციის სპეციალურად დაიგეგმა პარლამენტში სასამართლოს საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თაოსნობით მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე. შეხვედრაზე იმყოფებიან: კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს განიხილავს. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^