Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია ჩანაწერების გამო დაკავებულებზე: არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია

25 თებერვალი, 2019 10:29

" ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით - ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი". წერს ეკა ბესელია ფეისბუქზე.  დეპუტატი პირადი ცხოვრების ჩანაწერების ნახვისა და გავრცელების გამო დაკავებულების საკითხს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.

"ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე , გაუაზრებელი შეცდომის გამო. მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია". - ამბობს ბესელია.  

მისი თქმით, "არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე , სიზუსტე და სამართლიანობა". 

"მე როგორც დაზარებულს მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.

აქვე, მედიას მინდა მივართო, ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გაუფრთხილდეთ ადამიანებს!
ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გავაგრძელო როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ...." - წერს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე შსს-მ სულ 18 პირი დააკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^