Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

25 თებერვალი, 2019 13:54

ფრაქცია „ქართული ოცნება -  სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. 

როგორც დეპუტატი ამბობს, მისი გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე ინფორმირებულია. ჟორჟოლიანის თქმით, დღეს ივანიშვილთან შეხვედრაზე მმართველ გუნდში არსებული პრობლემები განიხილა. 

ჟორჟოლიანი გადაწყვეტილებას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდებს, რასთან დაკავშირებითაც სოციოალ-დემოკრატებს რამდენიმე ინიცატივა ჰქონდთ, თუმცა არც ერთი არ იქნა გაზიარებული. ჟორჟოლიანის თქმით, უახლოეს ხანებში  ისინი პარლამენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ, თუმცა ნაკლებად  აქვს მათ მხარდაჭერის მოლოდინი, რაც უმრავლსობიდან სოციალ-დემოკრატების გასვლას დააჩქარებს.

22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია, ასევე დატოვა ამავე ფრაქციის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა. 

მათ გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^