Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმეზე 18 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთია ამტვირთავი

25 თებერვალი, 2019 16:28

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე 18 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთია ისეთი, ვინც ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში ატვირთა. ამის შესახებ „ლიბერალს" უწყებაში განუმარტეს.

ელისო კილაძე: ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მომიტანეს

როგორც 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, აღნიშნულმა პირმა ვიდეოჩანაწერი „youtube-ზე" ატვირთა და ამ გზით გაავრცელა.

ასევე, გარდა ამ 18 დაკავებულისა, 9 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე Facebook-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად დაადგინა საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

„Facebook-ის გვერდით - ბუბა ლომთათიძის (buba lomtatidze) სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით, მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის. დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით, საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „სამსუნგის“ (SAMSUNG) მოდელის მობილური ტელეფონი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში", - წერდა შსს. 

გიორგი გასვიანის „დანაშაული" - ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა

ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა და მეგობარს გაუგზავნა, საკონსტიტუციოს მიმართავს

ეკა ბესელია ჩანაწერების გამო დაკავებულებზე: არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს.

157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს:

1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ბერლინში 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცი ...

დღეს, 21 ივნისს ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან აქცია „თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ გაიმართა. აქციის მონ ...
^