Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართულ ოცნებაში" შიდაპარტიული გამოკითხვები გაყალბებული იყო - გედევან ფოფხაძე

25 თებერვალი, 2019 19:19

პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიზეზებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნებაში“ შიდაპარტიული გამოკითხვები გაყალბებული იყო. 

გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ მას ეუბნებოდნენ მაჟორიტარობაზე უარი ეთქვა და პარტიული სიით მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ბორჯომში დაბალი რეიტინგი ჰქონდა. 

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამოკითხვები იყო გაყალბებული, აბოსოლუტურად. მაშინ მითხრეს, რომ შენ ბორჯომში გაქვს 7% რეიტინგი,  სხვას აქვს უფრო მეტი და შენ ნუ დადგები მაჟორიტარად. როცა ვიკითხე როგორ ჩატარდა, სად ჩატარდა ეს გამოკითხევბი - ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. მერე მითხრეს, რომ აი ამას (სახელს და გვარს არ ვიტყვი) აქვს ცნობადობა 51% და შენ გაქვს 40%, მეთქი, მე ამ ადამიანს არ ვიცნობ საერთოდ ვისზეა საუბარი. შეიძლება მე არ ვუყვარვარ, მაგალითად, იმ საზოგადეობას, მაგრამ ცნობადობა 40%-ზე მეტი ალბათ თბილისში მაქვს და ბორჯომში როგორ არ მექნება, სადაც სკოლა დავამთავრე. მეცხრე კლასელი მოსწავლე ვიყავი, როდესაც არაფორმალური პარტია დავაფუძნე და იქედან მოყოლებული ვაქტიურობ. თან ჩვენი ოჯახი ბორჯომში, მამაჩემის წყალობით, ძალიან ცნობილი ოჯახი იყო. ანუ ცნობადობა მე 40% არ უნდა მქონოდა. ეს შიდა კვლევები ვიღაცამ გააყალმა, "- განაცხადა გედევან ფოფხაძე. 

გადაწყვეტილება უნდა მიმეღო უფრო ადრე - გედი ფოფხაძე „ოცნებიდან" წასვლის მიზეზებს განმარტავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^