Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით შეწყალება - პრეზიდენტის პრესსპიკერი

26 თებერვალი, 2019 14:42

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე კომისიის დაკომპლექტების საკითხს.

მისი თქმით, შეწყალებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი.

„არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს, შეწყალების საკითხი ოდესმე ვინმეს მხრიდან გახდეს ზეწოლის თემა. თუ ამის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საკითხი არ განიხილება საერთოდ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა, შეწყალების წესის გამკაცრება და ასევე, სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში მოქცევა. არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით და ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე შეწყალება. ეს აჩენს რისკს და ზრდის პირთა მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის ალბათობას და ასევე, საზოგადოებაში აჩენს შეგრძნებას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა შესაძლებელია, მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების წესი უნდა იყო ისეთი, რომ შეწყალების კომისიისადმი საზოგადოებაში ნდობა ამაღლდეს.

„თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამდენად, პრეზიდენტი არის და იქნება ჩართული შეწყალების საქმიანობაში და კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საკითხის ზედმიწევნით შესწავლის პირობებში მოხდება",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^