Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მტკიცედ გადავწყვიტეთ, პუტინის რუსეთთან ბრძოლა შეუპოვრობით, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ - კობახიძე

27 თებერვალი, 2019 11:07

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდსაქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდსაქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. საქართველოს ტერიტორიების დაყოფა,რომელსაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეში აგდებს ყველა იმ ადამიანისუფლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხით, არამედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით ოკუპირებულტერიტორიებზე. ბავშვებს წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, და მოსახლეობას მკაცრად ეზღუდებათავისუფლად გადაადგილება. ამ დრომდე, ჩვენ გვყავს 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ოკუპირებულიტერიტორიებიდან, ხოლო მათი უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონოოკუპაციით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნათელმა თუ ფარულმა მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოსმოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება - მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში, რაც ასევედაუსჯელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულიმდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ პროცესის ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუქმნან დაბრკოლებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგჩადენილი დანაშაულების ობიექტურ გამოძიებას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.

„ჩვენ გწამს, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველებისათვის რუსულიოკუპაცია ყოველთვის დროებითი იყო. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს უთანასწორობრძოლა პუტინის რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^