Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო/ვიდეო► „თბილავიამშენის“ თანამშრომლები ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ

27 თებერვალი, 2019 13:07

სს „თბილავიამშენის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები დასაქმებულებისთვის შრომის ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ. „ღირსეული ანაზღაურება“, „ჩვენ ვითხოვთ გაზრდილ ხელფასს“ - ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ დასაქმებულები „თბილავიამშენთან“.

„საშუალო ხელფასი არის 700 ლარი, ხელზე ასაღები ყველაზე მცირე - 560 ლარი, მაგრამ საქმე იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ ეს თანხა ძალიან ცოტაა. უბრალოდ ერთი ჭანჭიკის ჩავარდნამაც შეიძლება თვითმფრინავის აფეთქება გამოიწვიოს. მუშაობის მთელი პროცესი მთელ ყურადღებას, კონცენტრაციას მოითხოვს.

ჩვენ ვითხოვთ ხელფასის მომატებას, პრემიალური სისტემის დაბრუნებას და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე კოლექტიური ხელშეკრულების დადებას. ჩვენ თითოეულ აგრეგატზე რამდენიმე მილიონს ვუზოგავთ კომპანიას და ის ხელფასი არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რასაც თვითონ იღებენ. ჩვენ არ ვითხოვთ დიდ ხელფასს, მოვითხოვთ ადეკვატურ ანაზღაურებას“, - ამბობს აქციის მონაწილე „ლიბერალთან“.

„ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასების მატება და პრემიალური სისტემის დამკვიდრება, რაც მგონი გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს. რატომ უკვირთ ადმინისტრაციაში ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ ეგ უფრო გვიკვირს. ისეთი ადამიანი გვეუბნება უარს, რომელიც საწარმოში საერთოდ არ ყოფილა.

პირადად მე ვარ ავიატექნიკოსი. თვითმფრინავს უამრავი მომსახურება სჭირდება და ეს სამუშაო არის ძალიან საპასუიხსმგებლო. თვითმფრინავს რამე რომ გაუფუჭდეს, საციხე საქმეა. ამიტომ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება ხელფასის მატებასა და პრემიალური სისტემის დაბრუნებაზე, რომელიც ადრე იგეგმებოდა, მანამდე ვიდგებით აქ“, - ამბობს გაფიცული თანამშრომელი „ლიბერალთან“.

სს „თბილავიამშენის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის,ირაკლი გოგიბერიძის განცხადებით, კომპანია იზიარებს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებისა და სამუშაო პირობების შესახებ არსებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება ხელფასის მატებასა და პრემიების გაცემას, გოგიბერიძე ამბობს, რომ კომპანია მთლიანად დამოკიდებულია კონტრაქტებზე, ამიტომ „ადეკვატურად მიიჩნიეს, რომ ეს ორი მოთხოვნა გაერთიანდეს და შეიმუშაონ პრემიალური სისტემა, რომელიც კონტრაქტებზე იქნება დამოკიდებული“.

„დღესდღეობით რაზეც შემიძლია გახსნილად ვისაუბრო, ერთ-ერთი კონტრაქტით 11.5 მილიონ დოლარზეა საუბარი. აქედან 2% მთლიანად გადაირიცხება საპრემიო ფონდში. დაახლოებით 650 000 ლარია, რაც მთლიანად მიმართული იქნება სააქციო საზოგადოების მუშა-მოსამსახურეებზე (70% მუშებზე, 30%  ადმინისტრაციის წარმომადგენელებზე). ეტაპობრივადგაიცემა ეს თანხა პრემიებზე.

მე როცა მთხოვენ, ხელფასი მომიმატე, რომ გარანტირებულად მქონდეს შემოსავალი, ხვალ მე თუ კონტრაქტი არ მქონდა, ვერაფერს ვერ გავცემ. შემოსავლის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის კონტრაქტი, შესაბამისად, კონტრაქტებზე იქნება დამოკიდებული პრემიალური სისტემა“, - ამბობს გოგიბერიძე.

მისი თქმით, თუ დღესდღეობით კომპანიის სახელფასო ფონდი ყოველთვიურად  160-170 ათასია, მარტო ამ ერთი კონტაქტიდან საპრემიო ფონდში გადავა 650 000 ლარი.

„ანუ დაახლოებით 3-ჯერ მეტი გამოდის, ვიდრე თვიური სახელფასო ფონდი. რაც მეტი კონტრაქტი იქნება, მეტი შემოსავალი ექნებათ. ყოველ კონტაქტზე იქნება დამოკიდებული ეს სისტემა“, - ამბობს გოგიბერიძე.

როგორც ის აცხადებს, თუ გაფიცული მუშები ამ შეთავაზებას დასთანხმდებიან, პირველიმიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიიღებენ პრემიებს.

„ეს შეთავაზება გაკეთებულია. თუ თანხმობა იქნება, წამოვლენ  შეთანხმებაზე, თუ არ წამოვლენ, მაშინ სხვა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენთვის პრიორიტეტია,  რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს. შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე არ მოხდეს. საგაფიცვო პერიოდში ჩავანაცვლებ სხვა პროფესიონალებით“, - ამბობს გოგიბერიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^