
საქართველოს ეროვნული მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ციფრული რეპროდუქციები 29 მარტამდე იქნება გამოფენილი.
ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ეროვნული მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტი „ლეონარდო - Opera Omnia",
„სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.
მულტიმედიურ გამოფენას იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა" ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს“,-ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი