
საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი ახალ ფრაქციას „პატრიოტთა ალიანსთან“ ქმნის. ინფორმაცია „ლიბერალს“ დეპუტატმა დაუდასტურა.
გია ჟორჟოლიანის თქმით, „პატრიოტების“ ფრაქციას რეორგანიზაციის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ დაერქმევა. მასში „საქართველოს პატრიოტების“ ყოფილი ფრაქციის წევრები, თავად გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შევლენ.