Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძეს დღეს სასამართლოში დაკითხავენ - პროკურატურა

05 მარტი, 2019 12:29

მამუკა ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 2 საათზე დაკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. 

 გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც, მისი შეფასებით, იყო მუქარის შემცველი, არჩევნების მეორე ტურამდე გიორგი გახარიასგან მიიღო. 

„არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ." - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ხაზარაძემ. 

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია ხაზარაძის განცხადებას. 

ხაზარაძის თქმით, მუქარის შემცველი წერილის ავტორი გიორგი გახარიაა

ხაზარაძე: წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო იქნება შექმნილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილე პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ - ხაზარაძე

„ცენტრალურ მოედანზე სხედან“ - ხაზარაძის თქმით, იციან ადგილი საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა

ხაზარაძე - ოთახებში წყდება ბიზნესის საკითხები. ვწუხვარ, რომ ასეთ შეხვედრაზე მეც ვიყავი

მე წერილებს არ ვწერ - გახარია ხაზარაძეს პასუხობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^