Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - ვინ რა თქვა

05 მარტი, 2019 15:47

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ის დღეიდან პოლიტსაბჭოს წევრია და პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.  

  კალაძის თქმით, ის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომი განვითარებისთვის. 

 „ქართული ოცნების“ წევრები მიესალმებიან ღარიბაშვილის დაბრუნებას და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი იყო პარტიისთვის ინტელექტუალური რესურსის დაბრუნება. მათი შეფასებით, ღარიბაშილის დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის პარტიის ძლიერი სვლა და ღარიბაშვილი იყო „ოქროს სათადარიგო მოთამაშე“, რომელიც ამიერიდან აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს. 

  გია ვოლსკი

 „საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში. ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეულია თავისი ცოდნით, განათლებით, საკითხების მიმართ დამოკიდებულებით. ამ ადამიანთან ერთადაც ვაშენებდით პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

არჩილ თალაკვაძე

„ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა და მხარდაჭერა დღესაც აქვს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება...

 2020 წლის არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, ეს პროცესები კანონზომიერია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ზაქარია ქუცნაშვილი

„ეს გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი და დაინახავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ძველი სახე ბრუნდება პარტიაში სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება ძველ და ახალ თაობებს შორის თანხმობა“, - განაცხადა ზაქარია ქუჩნაშვილმა. 

ნუკრი ქანთარია

„ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ირაკლი სესიაშვილი

„მარადიული არის უფალი და სამშობლო" - ამ სიტყვებით დაასრულა ქვეყნის სამსახური და ამ სიტყვებით აგრძელებს ხალხის სამსახურს“,-დაწერა facebook-ზე ირაკლი სესიაშვილმა. 

____

ღარიბაშვილის დაბრუნების შესახებ განხცადებები გააკეთეს ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც, რომლებმაც უმრავლესობა 21 თებერვალს დატოვეს. 

ეკა ბესელია

„წარმატებას ვუსურვებ მათ, ვისთანაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაკავშირებს. ირაკლის წარმატებას ვუსურვებ, თუ ის გააქტიურდება, რადგან მას პირადად ვგულშემატკივრობ“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა.

 ლევან გოგიჩაიშვილი

  „ქართულ ოცნებაში“ მას მთავარი ფორმულა ხვდება, ის ფორმულა, რომელიც კობახიძის საშუალებით გამჟღავნდა. მას მოუწევს თავისი პოზიცია სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებაში დააფიქსიროს, იზიარებს თუ არა ამ ფორმულას იმიტომ, რომ ჩემთვის მაგალითად, წყალგამყოფია და აბსოლუტურ უპრინციპობას ნიშნავს. ამ ფორმულის შესახებ მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს“,-ლევან გოგიჩაიშვილი. 

ირმა ინაშვილი 

„რაც შეეხება კონკრეტულად, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია. ჩვენ ვართ თანამებრძოლები 2012 წლამდე და მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო მას. ძალიან კარგია, პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოზიტიურად ვაფასებ." - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^