Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რის გამოც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მეც იგივე შემიძლია ვთქვა - ღარიბაშვილი

05 მარტი, 2019 20:49

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ იმავე მიზეზით დაბრუნდა, რა მიზეზითად ბიძინა ივანიშვილი. 

„დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები. რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა, ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მისია იქნება პარტიის გაერთიანება და გაძლიერება: " ჩვენი პირველი თაობის თანაპარტიელების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც მე ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^