Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა დღესთან დაკავშირებით სამეგრელოში საგანმანათლებლო ტურნე გაიმართება

06 მარტი, 2019 12:10

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე გაიმართება. ტურნე დღეს, 6 მარტს გაიხსნება. 

ზუგდიდსა და ორსანტიაში ორგანიზაციები წიგნებს — ალექსანდრე ლორთქიფანიძის „იავნანა ლილისთვის” (კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ") და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებულს „იყო ერთი გოგო” წარადგენენ. საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, პატარებს ზღაპრებს მწერლები - დათო გორგილაძე და დიანა ანფიმიადი წაუკითხავენ. ისინი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრებენ. 

თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული - „იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, თამარ მეფე, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, პოეტი ქალი ხვარამზე და სხვები. წიგნში დიანა ანფიმიადის ორი ზღაპარი: „მანანა - გოგო, რომელმაც წიგნში იმოგზაურა“ და „ანას ამბავია“ შესული.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი „იავნანა ლილისთვის“ (ილუსტრატორი სოფო კირთაძე), რომელსაც პატარებს დათო გორგილაძე წაუკითხავს, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით შეიქმნა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა. გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ტურნე ქალთა ისტორიის თვეს და ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ეძღვნება. პუბლიკაციები მომზადდა და გამოიცა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივნისი
20 ივნისი

გრიგოლ ვაშაძე: ერთ საათს ვაძლევთ დროს - ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეების სიტყვ ...
20 ივნისი
20 ივნისი

იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ ...

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ...
20 ივნისი
20 ივნისი

სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სად ...

 სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც რუს პოლიტიკოსებთან ერთად სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქცი ...
^