Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი: მოსამართლეებს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ

06 მარტი, 2019 13:27

დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს. 

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება. 

„მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება  ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში.  ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, - შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ.  მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება.

ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო  პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი  სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აპრილი
18 აპრილი

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქ ...

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, ...
18 აპრილი
18 აპრილი

გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბ ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესა ...
18 აპრილი
18 აპრილი

აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის ...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძ ...
^